|
2017-05-27 09:31:09, 2235 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ქვეყანამ მართლაც მძიმე და ეკლიანი გზა გაიარა ამ წლებში, მაგრამ მივაღწიეთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ვულოცავ ყველას და დღეს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონს. გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის სამინისტროს საზეიმო ღონისძიება სწორედ აქ ჩაეტარებინა, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც სამეგრელოში გვინდა და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დადასტურებაა უღრმესი პატივისცემისა ამ რეგიონისადმი,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ქვეყნის პირველი ექიმი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერთან ერთად მაღალტექნოლოგიური სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით ადგილზე მისულ ყველა დაინტერესებულ პირს გადაუდებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა. დავით სერგეენკომ ბავშვებისთვის სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით გაწყობილი სივრცეც მოინახულა, სადაც მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს უტარებდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)