|
2017-05-26 18:09:49, 1834 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მონაწილეობა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მიიღეს. თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა. ქვეყნის მთავარ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მინისტრთან გასაუბრების, ასევე სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცა. ლევან იზორია სახელმწიფო უწყებების მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სივრცეებსაც ესტუმრა. ასევე, გასართობ, შემეცნებით, საბავშვო, საქველმოქმედო და სპორტულ ღონისძიებებს გაეცნო. წელს, დამოუკიდებლობის დღე, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკას მიეძღვნა და ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)