|
2017-05-25 18:22:28, 1842 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ლისის ტბის ტერიტორიაზე ხეებს დარგავს
27 მაისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში), გაიმართება ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“. აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია საქართველოს რკინიგზაც. აღნიშნულ ღონისძიებაში რკინიგზელები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მთავარი აქტივობა ხეების დარგვაა. რკინიგზელთა შვილებისათვის კი, სხვადასხვა სახის თამაშებია დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება ახალ წამოწყებას. საქართველოს რკინიგზა პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურა” და ”ბიბლუსთან” ერთად დარგავს ხეებს. ამავდროულად გამოიწვევს სხვა ორგანიზაციებს, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასამუშავებლად ჩააბარონ. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ დაირგვება შესაბამისი რაოდენობის ხეები. ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ”მაკულიტერატურა” მოსახლეობას საშუალებას აძლევს მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი გადაცვალოს ახლ წიგნებზე და გაამდიდროს თავისი ბიბლიოთეკა. საქართველოს რკინიგზა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით. რკინიგზელები ამჯერადაც არ დაარღვევენ ტრადიციას და ოჯახის წევრებთან ერთად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვიპაროსის ჯიშის 50 ნერგს დარგავენ.
(R)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)