|
2017-05-25 16:32:54, 1604 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში გეპატიჟებათ. ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, შს სამინისტრო იმიტირებულ ქალაქში გიმასპინძლებთ. დამოუკიდებლობის დღეს, თელავში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი გელოდებათ: შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „კოსმოსური ხომალდი“, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები და პრიზები; სასრიალო ბატუტი; ველოსიპედის მართვის მოწმობის აღების უნიკალური შანსი; ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დათა ქაჯაია და შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილების გამოფენა; საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა; დაცვის პოლიციის „დაცული ქუჩა“ და სახლი N125; ღია კინოთეატრში შსს-ს არქივის უნიკალურ, მოკლემეტრაჟიან ისტორიულ ფილმებს ნახავთ. ვირტუალურ ტირში კი რამდენიმე წუთით ნამდვილი პოლიციელის როლს მოირგებთ. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ჟიური დააჯილდოვებს. ჩვენს ქალაქში მეგზურობას პოლი გაგიწევთ. ქალაქის შესასვლელთან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები შეგხვდებიან, ხოლო ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გიმასპინძლებენ. მოდი უსაფრთხო ქალაქში - ეს ჩვენი ქალაქია! (NS)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)