|
2017-05-25 14:19:56, 2455 ნახვა
სამართალი
თბილისში თურქეთის მოთხოვნით, დემირელის კოლეჯის თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს
თბილისში, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. როგორც მისი მეუღლე თუბა ჩაბუქი აცხადებს, ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა. „მისი დაკავება მოხდა თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით. მას სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა. შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება“, - აცხადებს თუბა ჩაბუქი. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავების გამო. „მიგვაჩნია, რომ ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციას“, - აცხადებს დაკავებულის მეუღლე. ამ წუთებში უზენაეს სასამართლოში მუსტაფა ჩაბუქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)