17:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 12:48:25, 1639 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ქმედების კრიმინალიზაცია მოხდება

გარემოსდაცვითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ქმედების კრიმინალიზაცია მოხდება.

შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობამ  დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები მედიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო:

"ადმინისტრაციულ სამართალწარმოებათა კოდექსის“ მიერ დადგენილი სახდელები ამა თუ იმ ტიპის გარემოს დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ხშირად ვერ ფუნქციონირებდა. გვყავს ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უკვე სახელებითა და გვარებით ვცნობთ და სისტემატურად სჩადიან სამართალდარღვევებს. ეს ეხება უკანონო თევზჭერას, უკანონო ნადირობას, ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, ნარჩენების გადაყრას. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ინტენსიური არის წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტები. მთელი პაკეტის განსაზღვრა არის ის, რომ იქ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით დაწესებული სახდელები აღარ არის ქმედითი, იქ განმეორებით შემთხვევაში მოხდეს ქმედების კრიმინალიზაცია და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ხოლო იქ, სადაც წლის განმავლობაში სასამართლომ გამოიყენა შენიშვნის სახით ერთხელ გაფრთხილება, ასეთი ადამიანისთვის 1 წლის განმავლობაში კიდევ თუ ჩაიდინა, მაშინ აღარ იყოს შესაძლებელი, რომ გამოყენებული იყოს კიდევ განმეორებით სიტყვიერი გაფრთხილება. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების შემდეგ სისტემა უფრო ქმედითი გახდება და გამეორებების სურვილი სამართალდამრღვევებს უნდა წაერთვათ",- აღნიშნა აგულაშვილმა.

ცვლილებათა პაკეტი სააბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics