|
2017-05-25 12:30:22, 1848 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
სტოლტენბერგი: ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას, ISIS-სთან მებრძოლ კოალიციასთან თანამშრომლობა გააღრმავოს
ტერორიზმთან ბრძოლაში გააქტიურება და ფინანუსრი ტვირთის გაზიარება, - ეს არის ორი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს ბრიუსელში NATO-ს ლიდერები იმსჯელებენ. როგორც ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მიერ სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ლიდერები მიიღებენ ტერორიზმთან ბრძოლაში NATO-ს წვლილის გარღმავების გეგმას. ამავე დროს მოხდება ავღანეთის მისიის შედგების შეფასება და მომავალი სტრატეგიის განსაზღვრა. "დღეს ჩვენ მივიღებთ მოქმედების გეგმას, რათა უფრო გავაძლიეროთ ნატო-ს წვლილი. თავის დროზე, ავღანეთში ჩვენი ყველაზე მსხვილი ოპერაცია 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო. ნატო-ს ჯარები განაგრძობენ ავღანეთის ძალების წვრთნას. შევაფასებთ ჩვენი მხარდაჭერის დონეს და ამ მისიის მომავალს. ადგილობრივი ძალების გაწვრთნა ტერორიზმთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთან, ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას, გააღრმავოს თანამშრომლობა „ისლამურ სახლემწიფოსთან“ მებრძოლ კოალიციასთან. როგორც ალიანსის გენერალური მდივანმა აღნიშნა, დღეს ნატო გახდება ანტიტეორისტული კოალიციის წევრი, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომ ალინსი იბრძვის ტერორიზმთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნატო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, ალიანსის სადაზვერვო თვითმფრინავები უფრო ხშირად იფრენენ, უფრო ინტენსიურად მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ასევე, ალიანსი კოალიციას ლოჯისტიკურ მხარდაჭერასაც პირდება. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს შტაბბინაში დაგეგმილია ტერორიზმთა ბრძოლის სადაზვერვო ცენტრის გახსნა, რაც მოკავშირეებს ინფორმაციის გაცვლაში დაეხმარება. „აქ მოიყრის თავს ინფორმაცია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებში იბრძვიან", - აცხადებს სტოლტენბერგი. ასევე, ნატო-ს ეყოლება სპეციალური კოორდინატორი, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე იმუშავებს. მეორე საკითხი, რომელსაც დღეს მოკავშირეები განიხლავენ, ფინანსური ტვირთის გაზიარებაა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრები შეთანხმდენენ, რომ უფრო მეტს დახარჯავენ თავდაცვის სფეროზე. მისი თქმით, 2016 წელს ეს პროცესი უკვე დაიწყო და ალიანსისი წევრები უახლოვდებიან წესდებით განსაზღვრულ 2 პროცენტს. როგორც გენერალური მდივანი ამბობს, საუბარია არა მხოლოდ ფულზე, არამედ სამხედრო ოპერაციებსა, თუ სხვა პროექტებში მოკავშირეების წვლილის გაზრდაზეც. როგორც ცნობილია, ნატო-ს სამიტს ასევე დაესწრება მონტენეგროს პრემიერ მინისტრი. ეს ქვეყანა ალიანსის 29-ე წევრი ივნისში გახდება. ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)