|
2017-05-24 19:33:24, 1738 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა
ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის, მათი მოადგილეებისა და წარმომადგენლებისთვის თბილისში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი" გაიმართა. სემინარს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 80-მდე მონაწილე დაესწრო. სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. სემინარის მსვლელობისას ღონისძიების მონაწილეებმა ექსპერტებისა და ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ჩვენ კარგა ხნის წინ დავიწყეთ. ამას ჰქვია ევროპის პოპულარიზაციის კამპანია. მას მოჰყვა ვიზის ლიბერალიზაციის კამპანია, გვქონდა ნატო-ს დღეები, ახლა გვაქვს ევროპის დღეები საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლება არის ყველაზე მძიმე, მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღი როგორც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საქმეში. ჩვენს თანამოქალაქეებს პირველ რიგში ინფორმაციას აწვდის თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტები ადგილებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს იქნება განგრძობადი პროცესი და მომავალშიც, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება ამ თვალსაზირისით"-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)