16:50 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 15:21:02, 1704 ნახვა

საზოგადოება
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართება

საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობას გეგმავენ.  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს თიბისი გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. რაგბის სამყაროში მსგავსი პროექტები ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილია და სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებში მოთამაშეებისა და გუნდის მენეჯმენტის ჩართულობას გულისხმობს.

ჩემპიონატის მსვლელობისას  სხვადასხვა სოციალურ აქტივობაა დეგეგმილი. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და მსოფლიო რაგბის IT სპეციალისტებთან ერთად საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს რაგბში და ზოგადად, სპორტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. სამატჩო დღეებში სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზების კამპანიაც იგეგმება. გუნდები, ასევე, აქტიურად იქნებიან ჩართული ბავშვთა დღისა და გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ამასთან ერთად პროექტის ფარგლებში იგეგმება მედია ტურნირების, სამედიცინო და სამწვრთნელო სემინარების გამართვა.

 ტურნირის სოციალურ პროგრამაში არაერთი პარტნიორი კომპანიაა ჩართული, მათ შორის, თიბისი ბანკი, ბილაინი, UN Women, სან-დიეგოს უნივერსიტეტი,  Unicef, პარაოლიმპიური გადამზადების ცენტრი, ბავშვთა ჰოსპისი, Impact Hub, სახელმწიფო უწყებები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics