|
2017-05-24 15:17:09, 1544 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა და ავსტრიის ვიცე-კანცლერმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერს ვიცე-კანცლერად დანიშვნა მიულოცა და ავსტრიულ მხარეს საქართველოსთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კახიშვილმა ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, განიხილეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები, რომელიც მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ახალი ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით სხვა ნოვაციებს გულისხმობს. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რომლის ძირითადი მიმართულებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრება. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ასევე, ავსტრიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და უწყების სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)