|
2017-05-24 13:52:54, 1796 ნახვა
საზოგადოება
„ერთი დღე აკადემიაში“ - შსს–ს აკადემიაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
შსს-ს აკადემიაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის - „ერთი დღე აკადემიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე ესწრებოდნენ. შსს-ს აკადემია ახალი პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო სასწავლო კურსებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში შემდეგი მიმართულებებით: პირველადი სამედიცინო დახმარება; სამგზავრო დოკუმენტები; კრიმინალისტიკა; ვირტუალური ტირი; ხელჩართული ბრძოლის ილეთები; შსს-ს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალები. საპილოტე პროექტში მონაწილეობას შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.policeacademy.gov.ge დარეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ. პროგრამა როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოიცავს. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამის სერთიფიკატებთან ერთად პრიზები გადაეცემათ. ტესტირების ყველა მონაწილე ასევე მიიღებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სერთიფიკატსა და სამახსოვრო საჩუქრებს, აკადემიის სიმბოლიკით. პროექტის მიზანია შსს-ს აკადემიის პოპულარიზაცია, პოლიციის როლის უკეთ წარმოჩენა და შსს-ს აკადემიაში მიმდინარე პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)