|
2017-05-23 15:38:13, 1913 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას გააჩნია ექსპორტ-იმპორტის, ტურიზმის, ინოვაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით. როგორც გიორგი გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში წარმატებული პროექტები ხორციელდება. მისი შეფასებით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. „ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგია ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკა უკანასკნელი წლების განმავალობაში წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16%-ს შეადგენს, რითაც დასტურდება სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია. 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტმა 76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მე-3 ადგილზეა“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თაფლი, ცოცხალი პირუტყვი, ყურძენი, ჩაი, ხილი და ხილის ჩირი, ხილის ჯემები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და უფრო მეტ ქართველ მეწარმეს მისცემს საშუალებას ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა თურქი ინვესტორების მზარდ ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში. მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 73 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 275%-ით (4-ჯერ) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მუცულობის 17%-ს შეადგენს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ. (NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)