16:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 14:01:21, 2765 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ უწყები განცხადებაშია აღნიშნული:

"საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონებების გადაცემასთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოს პროკურატურამ  წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე აუდიტის მასალების გადმოგზავნა. ამ მომენტამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული მასალები არ მოუწოდებია.

დღეს, მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, კვლავ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოძიებისთვის საჭირო აუდიტის შესაბამისი მასალების გამოთხოვის მიზნით.

გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics