|
2017-05-23 13:46:44, 1720 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო, სამუშაო შეხვედრაში, სადაც ყოფილი საწარმო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ ურბანული განვითარების საკითხები განიხილება. მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაციის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ თბილისში არსებულ საწარმო ტერიტორიებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კომერციული ფუნქციით გამოყენების პერსპექტივებზე, ასევე ამ სივრცეებში დასასვენებელი პარკების მოწყობისა და რეკრეაციული მიზნებით განვითარების შესაძლებლობებზე. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობდა არის სწორედ ე.წ „ბრაუნფილდები“- ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, შემდეგ კი, პაუზის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით. „მხოლოდ თბილისის წინაშე მდგარი გამოწვევა არ არის „ბრაუნფილდების“ სწორი გამოყენება, ეს საკითხები ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის აქტუალური, ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და ბევრმა ქალაქმა გამოიარა ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც მომავალში გავივლით. ამიტომაც სხვადასხვა ქალაქების, სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების მაგალითები, რომელიც მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არაერთია, ჩვენ დაგვეხმარება მათი მხარდაჭერით, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, მისი მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
(NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)