|
2017-05-23 12:06:46, 1748 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველმა შშმ ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს. "საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ბავშვს აქვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით, რომელიც მოითხოვს მკურნალობას, იგი ირიცხება ერთ-ერთ დღის ცენტრში. 2014 წლიდან ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც, დღის ცენტრმა შეწყვიტა ბავშვისთვის მომსახურების მიწოდება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის N138 დადგენილებით დღის ცენტრების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს მსგავსი მდგომარეობის ბავშვებისათვის უსაფრთხოების და ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნული ასევე არ იქნა გათვალისწინებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებაში. საბოლოოდ, ბავშვი ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩაერთო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბინაზე მომსახურების პროგრამა ვერ ეხმარება ბავშვს განვითარებაში, ვინაიდან მას ფაქტობრივად შეეზღუდა სოციალურ გარემოსთან კონტაქტი. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და გონივრული მისადაგების პრინციპზე",-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)