20:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 10:30:07, 1744 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობას თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი  ტერაქტის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანადგომას უცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას.

„მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“,-ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის   შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, 59 კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics