14:14 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:55:40, 2138 ნახვა

სამართალი
ლაშა თორდია პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავს

„მინდა ვთხოვო საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს  და პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია“,-ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ჟურნალისტებს განუცხადა.

გენერალური აუდიტორის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში  შეუძლებელია  სიმართლე დაამტკიცოს.

„ მინდა ვთხოვო საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს  და პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იმიტომ რომ უბრალოდ ჩემთვის  შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ყველა ხედავს რას აკეთებენ ეს ადამიანები, აქ  ჩაერთო პირდაპირ  შინაგან საქმეთა სამინისტრო  და მთავარი პროკურატურა, ისინი ახდენენ  სპეციალურად ისეთი კადრების დემონსტრირებას , რომელიც დაბადებს კითხვის ნიშნებს, თუ ვინ  იყო თავდამსხმელი პირველი“,-განაცხადა  ლაშა თორდიამ.

ამასთან, თორდია ითხოვს, რომ მიმდინარე პროცესებში  ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსი ჩაერიოს.

„ ასევე ვთხოვ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს, რომ  ჩაერიონ დროულად მიმდინარე პროცესებში, ვინაიდან ვხედავ უკვე ისეთ გარემოებებს, რომლებიც მაიძულებს  სხვა ღონისძიებებს მივმართო.  იმიტომ რომ ვხედავ აქ ვერანაირ სამართალს ვერ ვიპოვით“,-აღნიშნა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics