|
2017-05-22 14:57:40, 2290 ნახვა
სამართალი კომენტარი
თორდია: ამ კადრებშიც ჩანს, ფარცხალაძე როგორ მირტყამს, ჩემი მოქმედება ინსტიქტურია
ამ კადრებშიც ჩანს, ოთარ ფარცხალაძე როგორ მირტყამს, შემდეგ ჩემი მოქმედება ინსტიქტურია", - ასე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას. თორდიას თქმით, ისეთი ხედით წარმოაჩინა კადრები შსს-მ, რომ მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია, თითქოს პირველმა დაარტყა ხელი ოთარ ფარცხალაძეს. "ყველაზე შორი კადრი გამოიტანეს. აშკარაა შსს-ს დაინტერესება ამ კადრით. ნათელია ამ კადრშიც, რომ ოთარ ფარცხალაძე მირტყამს ხელს. ფარხალაძეს დაურტყია, მე ჩოხელი მეგონა. ამ დაკრებშიც ჩანს, ფარცხალაძე როგორ მირტყამს, შემდეგ ჩემი მოქმედება ინსტიქტურია. შიგნით რა ხდება, თურმე ამაზე კადრები აღარაა. ჩემი თავი რომ არ მიცემია, ამაზეც მადლობელი ვარ", - აღნიშნა ლაშა თორდიამ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შსს-მ თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედური ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)