21:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:01:47, 1979 ნახვა

სამართალი საზოგადოება
შსს: ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ-ცენტროს“ ტერასაზე პირველად ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია

საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ ცენტროს“ ტერასაზე, სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პირველად ხელი თორდიამ მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ინციდენტში პირადი დაცვაც ჩაერია. მათთან აღმოჩნდნენ "ელ-ცენტროს" დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც მაქსიმუმ 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა.

"საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ "ელ-ცენტროს" ტერასაზე სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა პირველად თორდიამ მოიქნია ხელი და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულლმა მხარეებმა გადაინაცვლეს კლუბში შესასვლელ კარებთან, რაშიც ჩაერია კლუბის დაცვაც და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა. საქმზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს თუ როგორ საუბრობს ელ-ცენტროს ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. კონფლიქტი, ძალიან მალე დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შედეგადაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს კლუბის ტერიტორიას ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება. ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა ხოლო ლაშა თორდიას და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები", - განაცხადეს შსს-ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics