20:26 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 13:51:27, 1751 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სკოტ ბასბის შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას, რომელსაც ბასბი ხელმძღვანელობდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე, აგრეთვე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდნენ.  

იუსტიციის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას საქართველოში სამართლებრივ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით ქვეყნის მიღწევებს, სასამართლოს სისტემის რეფორმის მესამე ტალღას, სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხს, რაც ბიზნესის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და საგადასახადო და ბიზნესდავებს სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ღია მმართველობა − საქართველოს" ფორუმი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმია და პარტნიორობის მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული, რაც საშულებას იძლევა, ღია მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოების ყველაზე ფართო ფენების ჩართულობით შემუშავდეს.

 იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics