22:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 11:31:46, 2235 ნახვა

სამართალი საზოგადოება
მოსამართლემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა

ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე მოსამართლემ კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ პატიმრობაში დატოვების მიზეზად ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე დაასახელა.

დაცვის მხარე დევნოზაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა,  პროკურატურა კი მიზანშეწონილად კვლავ პატიმრობას მიიჩნევდა. 

"არსებობს მიმალვის საფრთხე, არსებობენ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ დავით დევნოზაშვილზე. სანამ ჩვენ ამ მოწმეებს არ დავკითხავთ, არის მათზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად პატიმრობა ერთადერთი მიზანშეწონილი გზაა. მას კავშირები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისთვის მიმალვა მარტივი იქნება", - განაცხადა პროკურმა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics