22:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 10:03:51, 2086 ნახვა

სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა

შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, თბილისში,  ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ახლოს მდებარე გვირაბების კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.

მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.

კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება.

აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics