|
2017-05-19 17:08:19, 1522 ნახვა
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის შესახებ ბერლინის არქივში დაცულ მასალებს ეროვნული არქივის თანამშრომლები სწავლობენ
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლები ბერლინის არქივში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაცული მასალების მოსაძიებლად, შესასწავლად და მათი ელექტრონული ასლების საქართველოში ჩამოსატანად გერმანიაში იმყოფებიან. საქართველოსა და გერმანიის არქივებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გერმანული მხარე ბერლინის არქივში დაცული მასალის შესწავლაში ქართველ სპეციალისტებს - შორენა გულიაშვილსა და თინათინ ნერგაძეს მაქსიმალურ მხარდაჭერას უწევს. პირველი რესპუბლიკის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებში მასალების მოძიება საქართველოს ეროვნულმა არქივმა რამდენი წლის წინათ დაიწყო. ქართულ მხარეს უკვე მოძიებული აქვს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბრიტანეთის, ფინეთის, იტალიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის არქივებში დაცული მასალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)