|
2017-05-19 16:40:35, 1929 ნახვა
სამართალი კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი: პროკურატურის შუამდგომლობა დღეს უფრო კონკრეტული და არგუმენტირებული იყო
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომის დახურვის გადაწყვეტილების თაობაზე, ცალსახა დასკვნის გაკეთება უჭირს. როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის შუამდგომლობა წინა შუამდგომლობისგან განსხვავებით, უფრო კონკრეტული და არგუმენტირებული იყო. „პროკურატურის შუამდგომლობა წინა შუამდგომლობისგან განსხვავებით, იყო უფრო კონკრეტული და უფრო არგუმენტირებული. მინდა, სამართლებრივად ობიექტური ვიყო და აგიხსნათ რასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ ვთანხმდებით და რასაც ნაწილობრივ ადვოკატებიც დაეთანხმნენ, რომ აუდიო ვიდეო ჩანაწერის ნაწილში შესაძლებელია დაიხუროს (ბრალდების ნაწილში, რაც მკვლელობის მომზადებას ნიშნავს, სწორედ მისი მაკვალიფიცირებელი ნიშნებია ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში), სხვა მოწმეთა დაკითხვა ჩემთვის უინტერესო იქნება, თუ ვთანხმდებით, რომ ეს აუდიო-ვიდეო ნაწილი უნდა დაიხუროს, ჩემთვის ნაწილი ღიაც რომ იყოს, ძირითადი ნაწილი საქმის მაინც გაუგებარი იქნება, ვერ გავაკეთებ შესაბამის ანალიზს, აუდიო-ვიდეო ჩანაწერში რამდენად არის საკმარისი მტკიცებულება ბრალის დადასტურებისათვის. აქედან გამოდინარე, ცალსახა დასკვნის გაკეთება დღეს გამიჭირდება“,-აღნიშნა ქარჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)