14:06 - 08 May, 2026
|
2017-05-19 14:46:06, 1580 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში, საქართველოში პირველი მწვანე გამოფენა გაიხსნა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიებებისთვის დამატებითი სივრცე მოეწყო, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ,,ივენთ სქვერმა’’ დღეს საქართველოში პირველად მწვანე გამოფენას უმასპინძლა. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სანერგე მეურნეობების, ყვავილების სალონების, საბაღე ხელოვნების, ლანდშაფტის დიზაინის, გამწვანებისა და ფიტოდიზაინის ექსპოზიციები. გამოფენის მიზანია საქართველოში არსებული ბოტანიკური ბაღების, პარკებისა და საბაღე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათი საქმიანობის წარმოჩენა და მებაღეობის დარგების პოპულარიზაცია. გამოფენას ეროვნული ბოტანიკური ბაღი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)