|
2017-05-19 14:01:20, 1637 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასა და რელიგიის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს. მერიის ცნობით, შეთანხმების მიზანია, დედაქალაქში არსებული საკულტო-რელიგიური დანიშნულების ნაგებობების დაცვისა და გამოყენების საკითხებზე ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს შექმნას. „სხვადასხვა ხასიათის რელიგიურ საკითხებზე რელიგიის სააგენტოსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე საკულტო-რელიგიური შენობების მშენებლობა და ამ თემებთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო მჭიდრო გახდება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)