05:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 12:55:45, 2014 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია, მამალაძის, როგორც სასულიერო პირის, მორალურ თვისებებს ნეგატიურად წარმოაჩენს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებითი განხილვის სხდომები სრულად  უნდა დაიხუროს პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით.

ბრალდების წარმომადგენლის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გიორგი მამალაძესთან და მესამე პირთან დაკავშირებით. ამიტომ, პროკურორის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძის თანხმობა სხდომის საჯაროობაზე არ აძლევთ უფლებას ამგვარად მოქმედების, ვინაიდან მამალაძის  მიერ თავისი უფლების რეალიზება,  დაარღვევს სხვა პირთა უფლებებს.

ამასთან, პროკურორის განცხადებით, პირადი ცხოვრების შემცველი მტკიცებულებები, გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის, მორალურ თვისებებს ნეგატიურად წარმოაჩენს.

სხდომის დახურვა-არ დახურვის თაობაზე, მოსამართლეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის ამ წუთებში პროკურატურის მხრიდან შუამდგომლობის დასაბუთებას ისმენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics