|
2017-05-18 15:03:24, 1633 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტებისთვის მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში, მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა სატყეო მიმართულების 20-მდე სტუდენტისთვის, თეორიულ სწავლებასთან ერთად, ბეთანიის ტყეში, პრაქტიკული კურსი ჩაატარეს. საველე ტრენინგზე სტუდენტებმა ბეთანიის მიმდებარე ტყეები დაათვალიერეს და სანიმუშო ფართობის გამოყოფის, ტყის ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდების, კორომის თვალზომური შეფასების, ტყის ტიპების დადგენის მეთოდების, არამერქნული რესურსების აღრიცხვისა და მაღალკონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების იდენტიფიცირების საკითხებს გაეცნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)