|
2017-05-18 12:15:14, 1980 ნახვა
საზოგადოება
სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ბანაკი შეიქმნება
მოსწავლეებისთვის კიდევ სამი ახალი ბანაკი გაკეთდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯეჯელავას თქმით, ბანაკებში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას აპირებენ, რომელიც მინისტრის შეფასებით, მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მოსწავლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, ჯეჯელავა ამბობს, რომ შერჩევა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრებით არ მოხდება: „დიდი ხანია არსებობს ანაკლიის ბანაკი მოსწავლეებისთვის. სახელმწიფო ბანაკი ერთი გვქონდა. ვაპირებთ, ბანაკებში მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გავზარდოთ. ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ბანაკი გვქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მეორე მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე იქნება. შევეცდებით, ვიპოვოთ ობიექტები, სადაცაა საცხოვრებელი პირობები და ერთი კვირით ჩავიყვანთ მოსწავლეებს. უფასოა ბანაკები. ყველა რაიონიდან ხდება მოსწავლეების შერჩევა. ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მქონეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება. მოგვიწევს შემთხვევითობის შემოტანა. როცა რაიმე კრიტერიუმი შემოგაქვს, იქ ფილტრი ჩნდება“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)