|
2017-05-18 11:26:30, 1585 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა. შედეგად, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება; დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს. პროექტის ავტორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებასა და დაცვას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)