05:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 10:18:19, 1970 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგს შეხვდა და მასთან საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ჩინეთის ანჰუის პროვონციის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად, „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017"-ის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე  „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა გააკეთა.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საქართველო წარმოდგენილია როგორც ცენტრალური სატრანსპორტო (აღმოსავლეთ-დასავლეთის) დერეფნის შემადგენელი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულების 5 მთავარ პრინციპზე, რომლის თანახმადაც სარტყელისა და გზის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილება, ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

„საქართველო ერთ-ერთი პირველი მიუერთდა აბრეშუმის გზის ინიციატივას, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 მისი თქმით,  ე.წ. „ცენტრალური დერეფანი" უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის.

მისი თქმით, აღნიშნული მარშრუტით ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა 12 -14 დღეში.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ახსენა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ჩინეთიდან სარკინიგზო ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის წინადადება „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესახებ.

გარდა ამისა, დასახელდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დადებითად გადაწყდება ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics