05:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 09:52:26, 1919 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით ახალი კარი გაიღო

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად  საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის.

„მინდა, შევეხო ძალიან  მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ჩინეთში გაფორმდა. ჩინეთში ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი,  რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად.ჩვენ გვაქვს  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები  ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება  სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი ევროკავშირთან, რომელიც საქართველოს  ძალიან ჩინეთიდან ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანად ხდის.  ამიტომ, ვთვლით, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება ახალი ადგილების შესაქმნელად,  ახლი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე  ორიენტირებული წარმოებების გასავითარებლად, რაც საქართველოსთვის არის ძირითადი სრტრატეგიული მიმართულება. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით.საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური ურთიერთობისთვის. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. მინდა, ყველას გადავუხადო ამდლობა, ვინც მის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics