|
2017-05-17 15:43:22, 1725 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობის მონაწილეებმა საზეიმო ლოცვა გალობით ტაძარში აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები შეაბრძანეს. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტაძარში მისული მრევლი დალოცა და სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა. ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობებთან, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები გაიმართა. 13:00 საათზე კი, ვარდების მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, მონაზონები და მრევლი მონაწილეობდა. მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)