12:28 - 08 May, 2026
|
2017-05-17 15:19:08, 1549 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა 7 და მეტშვილიან ოჯახებს მამულისთვის თავდადებულის სიგელები გადასცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახები დააჯილდოვა. ილია მეორემ იმ ოჯახებს, რომლებსაც 7 ან მეტი შვილი ჰყავთ, მამულისთვის თავდადებულის სიგელები გადასცა. პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ცნობისთვის, დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან იგი წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)