|
2017-05-17 12:24:49, 1822 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიასთან აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს, სასულიერო პირებმა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან მეფე თამარის სახელობის სკოლის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოდიან. მსგავსი ღონისძიებები კიდევ 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს - ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობებთან, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. 13:00 საათზე „ვარდების„ მოედნიდან (სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ. „სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს“, - აცხადებენ ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნში“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)