|
2017-05-17 12:09:12, 1804 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს ექსპორტისა და მარკეტინგის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ
ქალაქ ბათუმში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს საექსპორტო და მარტკეტინგის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ. ბენეფიციარებისთვის სასწავლო კურსს სერბეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ივანა დულიჩ-მარკოვიჩი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ატარებს. სწავლების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტების შესაძლებლობებს ნიშურ ბაზრებთან მიმართებაში; ბენეფიციარები ინფორმაციას იღებენ ევროკავშირის მოთხოვნებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რაც სანიტარულ, ფიტოსანიტარულ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს გულისხმობს. აღნიშნული ტრენინგი USAID/REAP-ის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში 20 ბენეფიციარი მონაწილეობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)