12:13 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 10:34:12, 1972 ნახვა

საზოგადოება
„ნუ დადგები ძალადობის მხარეს“ - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „იდენტობის“, „ქალთა ინიციატივისა“ და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს.

აქციის ლოზუნგია - „ნუ დადგები ძალადობის მხარეს“.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის მონაწილე ლევან ბერიანიძემ განუცხადა, მათი მიზანია, პროტესტის გამოხატვა  არსებული ძალადობისა და ჩაგვრისადმი, რასაც ყოველდღიურად განიცდიან ლგბტ ადამიანები.

ბერიანიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღონ ისეთად, როგორიც არიან და შეწყვიტონ ძალადობა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, მათ პირველად შეძლეს ამგვარად შეკრება: „არ მოგვკლათ, არ გამოგვყაროთ სახლებიდან, შექმნას სახელმწიფომ ეფექტიანი მექანიზმი ჩვენი დაცვისათვის, ამას ვითხოვთ ჩვენ“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას.

17 მაისს ჰომოფიობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics