|
2017-05-17 09:19:13, 1697 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. მრევლი და სასულიერო პირები ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობებთან, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. სასულიერო პირები საზეიმო პარაკლისს იხდიან და ლოცვას აღავლენენ. ღონისძიებები ქართული საგალობლების და პატრიოტული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, დღეს თბილისში აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები შემობრძანდება. 13:00 საათზე კი, „ვარდების„ მოედნიდან (სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ. „სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს“, - აცხადებენ „დავითიანნში“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)