15:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 18:43:07, 2196 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს

JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Coტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას.

საწარმო ჩინეთის ანჰოის პროვინციაში მდებარეობს და ელექტრომობილების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკასაც უშვებს.

„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში - სრული წარმოების ამოქმედება", - დიმიტრი ქუმსიშვილმა

მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, არამედ მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა JAC-ის ხელმძღვანელობას საქართველოს, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი სატრანზიტო გზის გამოყენება პროდუქციის ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოში რეგიონული ფილიალის დაფუძნება შესთავაზა, მსოფლიოს სხვა ავტოკონცერნების მსგავსად, საქართველოში და ბიზნესის საქართველოდან წარმოება. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, დაათვალიერა „JAC Motors"-ის საამწყობო საწარმო და გაეცნო კომპანიის პროდუქციას, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიის ელექტრომობილებს, სამგზავრო და სატვირთო ავტოტექნიკას, რომლებიც იყიდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

შეხვედრას „JAC"-ის ოფისში, ასევე, დაესწრნენ სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics