|
2017-05-16 16:31:18, 1965 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ვფიქრობ, ამას საფრთხეს არაფერი შეუქმნის
"მოხარული ვართ, რომ რუსეთიდან ტურისტული ნაკადები იზრდება. დიდი იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლითაც თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევენ. მისივე შეფასებით, რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ამ ინტერესს საფრთხეს არაფერი შეუქმნის. "მთავარი, ჩვენი პოლიტიკა გავაგრძელოთ. პოლიტიკურ დონეზე ესაა ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც აქვს საყოველთაო მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ხალხებს შორის ურთიერთობას, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადები იზრდება და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)