19:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:16:42, 2394 ნახვა

პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა კიდევ 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დამატებით 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

კერძოდ, განხილვა გაიმართება  ზესტაფონში, სამტრედიაში,  სიღნაღში,  ხულოში, ახალქალაქში,  ოზურგეთში,  ფოთში, ყაზბეგში,  მესტიაში და თბილისში./p>

კობახიძის თქმით, ასევე შეხვედრები გაიმართება უნივერსიტეტებში აკადემიურ წრეებთან. "22-23 მაისს იმართება შეხვედრა, ვენეციის კომისიის, სხვა უცხოელი ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ესეც იქნება ამ განხილვის შემადგენელი ნაწილი და ასევე ამ განხილვის ფორმატში შედგება შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან",-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, განხილვები საბოლოო ჯამში 1 თვის ვადაში დასრულდება და შემუშავდება დოკუმენტი, რომელზეც გაგრძელდება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 10  შეხვედრა რაიონების მიხედვით თვის ბოლოსთვის იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics