|
2015-04-14 15:12:58, 983 ნახვა
ეკონომიკა
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგური აღარ აშენდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. ინვესტორმა კომპანია „გაზვილმა“ გეგმები უნივერსიტეტის რექტორისა და სტუდენტების პროტესტის გამო შეცვალა. გაზგასამართი სადგურის ნაცვლად კომპანია უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. ახალ პროექტში „გაზვილს“ ხუთჯერ მეტი ინვესტიციის ჩადება მოუწევს. „ექსპრესნიუსთან“ საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ ახალ პროექტზე ეკონომიკის სამინისტროსა და მერიასთან ზეპირი მოლაპარაკება უკვე შედგა. „ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა. გაზგასამართი სადგურისთვის მიწის შესყიდვასა და შესაბამის დანადგარებში დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი გადავიხადეთ და იმის მაგივრად, რომ შემოსავალი მიგვეღო, ერთ წელზე მეტია გაჩერებულები ვართ და ბანკის კრედიტების გასტუმრება გვიწევს. თუმცა უნივერსიტეტის და სტუდენტების ინტერესების გამო, გადავწყვიტეთ, შევცვალოთ პროფილი, იმის მიუხედავად, რომ მიწაც კანონიერად ვიყიდეთ და ყველა ნებართვა წესრიგში გვაქვს. შესაბამისი უწყებებიდან და უნივერსიტეტიდანაც მაქვს დასტური, რომ ახალი პროექტი შესაბამისობაშია მოცემულ ადგილთან,“ - განაცხადა ვახტანგ ჩახნაშვილმა ინვესტორის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის ბინები, კაფე და საოფისე ფართები განთავსდება. საინვესტიციო თანხა კი 1,5 მილიონი ლარიდან დაახლოებით, 4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თანხების მოზიდვაზე ბანკებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამის მიუხედავად, „გაზვილის“ ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ გაზგასამართი სადგური სხვა ადგილას მაინც ააშენონ. „გაზგასამართი სადგურების მიმართულებით ჩვენ სხვა ობიექტებიც გვაქვს. უკვე ნაყიდი დანადგარებით შეიძლება ისინი გავაძლიეროთ, ან სხვა მიწაზე გადავიტანოთ. შესაძლოა, ახალი მიწაც შევიძინოთ და იქ განვახორციელოთ გაზგასამართი ობიექტის ინვესტიცია,“ - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა. „გაზვილს“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით მერიაში განცხადი უკვე შეტანილი აქვს. კომპანია ნებართვის გაცემის შემდეგ ინვესტიციის განხორციელებას დაიწყებს. შეგახსენებთ, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობას უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტები ეწინაღმდეგებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ სასწავლო დაწესებულების გვერდით ასეთი ობიექტის მშენებლობა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არასწორი იყო. მზია საგანელიძის ფოტო - რადიო "თავისუფლება"
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)