|
2017-05-16 12:11:29, 1493 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ახმეტაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, კოტე ხუცაიძესთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის სახლი“ მეპაიეებს შეხვდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა სწორედ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. სახელმწიფოს დახმარებით და საკუთარი ძალისხმევით, ეს კოოპერატივი ნამდვილად შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგარი, ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. კოოპერატივმა სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის სახლი“ 2016 შეიქმნა და მასში 13 მეპაიეა გაერთიანებული, რომელთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 314 სულს შეადგენს. კოოპერატივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.acda.gov.ge. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)