|
2017-05-16 09:29:21, 1667 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეების ყურადღება კვლავ მიაპყროს იმ რისკების ზედმიწევნით შეფასების აუცილებლობისკენ, რაც საქართველოში გამგზავრებასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის სპეციალურ სიაში შეყვანას ეხმაურება. „ადგილობრივმა ხელისუფლებამ იური ლუჟკოვთან მიმართებით, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების რეალურად გამოყენება და საკუთარი „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა. თუმცა, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც - რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში არაერთხელ დაქვემდებარებიან ჯარიმებს და თავისუფლების აღკვეთასაც კი“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, რუსულმა მხარემ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. „ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია თანამოქალაქეთა დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით, ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. „როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა - ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)