|
2017-05-15 16:27:33, 1651 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესორები კლინიკის მომსახურების უპირატესობებს ალმაათას საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ
საჩხერის სამედიცინო სცენტრის მენეჯერები და წამყვანი ექიმები კლინიკის ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიას ალმაათას საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე წარადგენენ. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსური მენეჯერის თეიმურაზ კაპანაძის თქმით, გამოფენის სტუმრები კლინიკის კუთხეში მიიღებენ ინფორმაციას გამართული და მოსახერხებელი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტების სერვისებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის შესახებ. კლინიკის წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს სამედიცინო ტურიზმზე გააკეთებენ, რის შესაძლებლობასაც საჩხერის სამედიცინო ცენტრს თანამედროვე სასტუმრო და ზემო იმერეთის თვალწარმტაცი ტურისტული მარშრუტები აძლევს. ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენა „KIHE“, რომელიც 17–19 მაისს ჩატარდება, 1993 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ კომპანიებსა და მედიცინის ტექნოლოგიურ მიღწევებს. „KIHE“ ლიდერია ცენნტრალურ აზიაში სამედიცინო დარგის გამოფენების წარმოების მიმართულებით. გამოფენაში წელს 28 ქვეყნის სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები მიიღებენ მონაწილეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)