2017-05-15 11:00:28, 1805 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 14% აფასებს
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა14% აფასებს, კარგად 44%, საშუალოდ 23%, ცუდად 6%, ძალიან ცუდად 1%, 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან