2017-05-14 12:43:27, 1743 ნახვა
საზოგადოება
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვაზე დაღუპული მაღაროელების ხსოვნას პატივი მიაგეს
კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო სახალხო-განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულში, 4 მაღაროელის დაღუპვის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საზოგადოებასთან ერთად, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით გამომსვლელებმა ფეხზე ადგომით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს:
„რამდენიმე დღის წინ ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში. ამ ტრაგედიას ემსხვერპლა 4 ადამიანი. დღეს არის მათი დაკრძალვა და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, ყველამ ერთად პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან