09:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 17:11:02, 1564 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა იმერეთის რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იმერეთის  რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 360 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა,  მინისტრის მოადგილემ მამუკა ცონტიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ქუთაისსა და ხონში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.

 „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს  საქართველოს  ნებისმიერ  რეგიონში.  

სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

ყურაშვილების 4-სულიან ოჯახს სამინისტრომ სახლი 2000კვ.მ  მიწის ნაკვეთით ხონში შეუძინა.

ფიქრია ყურაშვილის თქმით, სახლი საკუთარი სურვილით შეარჩიეს და ახლა მის გარემონტებას გეგმავენ. ქალბატონი ფიქრიას მეუღლე ჯარისკაცია და ავღანეთში მსახურობს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics