01:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 17:24:54, 2099 ნახვა

სამართალი
მარნეულში არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის რ. რ-ს და გ. ზ.-ს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ  თაქალოში მდებარე  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ.-მ გ.ზ.-სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად,  უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან  ზ. მ.-ს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics