16:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 14:00:01, 1755 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: ზეპარტიული პრეზიდენტის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩეულ პრეზიდენტს მივიღებთ

„ზეპარტიული პრეზიდენტის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩეულ პრეზიდენტს მივიღებთ, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი გაგრძელება იქნება“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, წარმოდგენილი კონსტიტუცია "ძალიან ცუდი იქნება". 

„თუ კი აიკრძალება საარჩევნო ბლოკის  შექმნა, ანუ პარტიები ვეღარ მოახერხებენ კოალიციაში  გაერთიანებას,  რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“   გააკეთა ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ მათ  ხელისუფლების  შენარჩუნებაზე ფიქრი როდესაც დაიწყეს მიხვდნენ, რომ ეს კოალიცია  შეიძება მათი ხელისუფლებისთვის იყოს საფრთხის  შემცველი და ამიტომ ახლა უნდათ, რომ ბლოკები აღარ იყოს. ხვდებით, რომ აშკარად  ეს ცვლილებები არ არის გამიზნული  ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის, არ არის გამიზნული იქითკენ, რომ  ჩვენი კონსტიტუცია გახდეს უფრო სამართლიანი და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არამედ კონსტიტუიციას ცდილობენ, რომ მოარგონ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და ეს არის ძალიან დამაზიანებელი. რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ყველასთვის იქნება ეს წარმოდგენილი კონსტიტუცია  ცუდი, ვინაიდან ჰქმნის ძალიან უსამართლოდ ხმების განაწილების მექანიზმს, ჰქმნის ასევე იმ მექანიზმს, როდესაც ჩვენ ზე პარტიული პრეზიდენტის ნაცვლად, ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური პარტიების  მიერ არჩეულ სწორედ პარტიულ პრეზიდენტს, რომელიც იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი გაგრძელება  და არა არბიტრი, არა ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი პირი, რომელიც დააბალანსებს ხელისუფლებას და შეასრულებს, თქვენი ანუ ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics